logo
ENG



ხოშტარია: დღეს ჩვენხმა ხელისუფლებამ უკრაინელები სასტუმრობიდან და სახლებიდან გამოაგდო

01 აგვ 202212:48
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამის დასრულებას გამოეხმაურა და საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გასულები ვართ იმ ლოკაციებზე საიდანაც ყრიან ამ ადამიანებს [ უკრაინელებს]. 2300 ადამიანი იყო, აქედან დაახლოებით, 1000-მა ან მეტმა თავისი ფეხით დატოვა ქვეყანა, ფაქტობრივად, ომის დროს ისინი საქართველოდან განვდევნეთ. ახლა დაახლოებით დარჩენილია 1000მდე ადამიანი. გონიო-ქობულეთიდან  გამოგვყავს 21 ოჯახი. ამჟამინდელი მონაცემებით, თბილისის სხვადასხვა სასტუმროებიდან 30 ოჯახი გამოგვყავს და უნდა გადავანაწილოთ სხვადსხვა სასტუმროებში ან ოჯახებში. დღის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სურათა იმისა თუ რამდენი ადამიანი ითხოვს ელემენტარულ პირობებს."- განაცხადა "დროას" ლიდერმა ბრიფინგზე. 

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დაფინანსების გარეშე დარჩენილ ოჯახებში არიან შშმ პირები, ავადმყოფი ბავშვები და მოხუცები.

31 ივლისს, უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამა დასრულდა. 

თბილისის მერიის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.

"რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება."- თბილისის მერია. 

 

close დახურვა